ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ინგლისში, ქალაქ ლესტერის ცენტრში აფეთქების შედეგად, განადგურდა სავაჭრო ობიექტი და საცხოვრებელი სახლი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.

პოლიციის ცნობით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი, აქვს თუ არა აფეთქებას რაიმე კავშირი ტერორიზმთან.

ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ ძლიერი აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მათ ექვსი ეკიპაჟისა და მანქანის გაშვება დასჭირდათ.

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, აფეთქების შედეგად, დაზიანდა ახლოს მდებარე არაერთი შენობა, საცხოვრებელი თუ ბიზნესობიექტები, საიდანაც ადამიანების ევაკუაცია დაუყოვნებლივ მოხდა.

ინგლისის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.