ინგლისის პრემიერლიგაში ურთიერთშეხვედრები ბურთების სხვაობაზე მაღლა დააყენეს
ინგლისის ჩემპიონატის 2019-20 წლების გათამაშებაში ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. კერძოდ, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც ადგენენ სატურნირო ცხრილს, – იტყობინება BBC.
თუ ადრე, ადგილების განაწილებისას ითვალისწინებდნენ გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსს, ახლა, თანაბარი ქულების შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი იქნება ურთიერთშეხვედრათა ბალანსი.
შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში, „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონი გახდა სწორედ ბურთების უკეთესი სხვაობით. მან „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა მეორე ადგილზე.