ინგლისის ჩემპიონატი – I ტურის ფაქტები და სტატისტიკა

09:46, 12.08.2019

ფაქტები

* „ლივერპულმა“ ზედიზედ მე-12 მატჩი მოუგო პრემიერლიგაში ახლადგადასულ გუნდს.

* „ნორვიჩის“ ფეხბურთელი ონელ ერნანდესი პირველი კუბელია, ვინც პრემიერლიგაში ითამაშა.

* ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა პრემიერლიგის ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გააკეთა საგოლე პასი.

* პრემიერლიგის სტარტზე „მანჩესტერ სიტის“ ხუთი ბურთის სხვაობით არასოდეს მოუგია.

* დიდიე დროგბას შემდეგ, რაჰიმ სტერლინგი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგის პირველ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

* პრემიერლიგის პირველ ტურში ჰეთ-თრიკის შესრულება სტერლინგამდე შვიდმა ფეხბურთელმა შეძლო.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პრემიერლიგაში 50-ე მატჩი ჩაატარა. გაბონელმა ფორვარდს 33 გოლი დაუგროვდა.

* ფრენკ ლემპარდმა თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად 1965 წლის შემდეგ მოუგო „ჩელსის“ 4:0.

* „მანჩესტერ იუნაიტედს“ ზედიზედ 279 მატჩია არ წაუგია „ოლდ ტრაფორდზე“, როცა პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა – 263 მოგება და 16 ფრე.

* „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასტარტო შემადგენლობა 24 წლისა და 227 დღის იყო. ეს ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა იყო ახალი სეზონის სტარტზე.

შედეგები

ლივერპული-ნორვიჩი 4:1

გოლები: 1:0 ჰეინლი (7-საკ. კარში), 2:0 სალაჰი (19), 3:0 ვან დეიკი (28), 4:0 ორიჯი (42), 4:1 პუკი (64)

ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 0:5

გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (25), 0:2 სტერლინგი (51), 0:3 სტერლინგი (75), 0:4 აგუერო (86-პენ), 0:5 სტერლინგი (90+1)

უოტფორდი-ბრაიტონი 0:3

გოლები: 0:1 დუკური (28-საკ. კარში), 0:2 ანდონე (65), 0:3 მოპეი (77)

კრ. პალასი-ევერტონი 0:0

ბარნლი-საუთჰემპტონი 3:0

გოლები: 1:0 ბარნსი (63), 2:0 ბარნსი (70), 3:0 გუდმუნდსენი (75)

ბორნმუთი-შეფილდ იუნ 1:1

გოლები: 1:0 მეფემი (62), 1:1 შარპი (88)

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 3:1

გოლები: 0:1 მაკგინი (9), 1:1 ნდომბელე (73), 2:1 კეინი (86), 3:1 კეინი (90)

ნიუკასლი-არსენალი 0:1

გოლი: 0:1 ობამეიანგი (58)

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 4:0

გოლები: 1:0 რაშფორდი (18-პენ), 2:0 მარსიალი (65), 3:0 რაშფორდი (67), 4:0 ჯეიმსი (81)

ლესტერი-ვულვზი 0:0

მომდევნო ტური

17 აგვისტო

არსენალი-ბარნლი

ასტონ ვილა-ბორნმუთი

ბრაიტონი-ვესტ ჰემი

ევერტონი-უოტფორდი

ნორვიჩი-ნიუკასლი

საუთჰემპტონი-ლივერპული

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი

18 აგვისტო

შეფილდი-კრ. პალასი

ჩელსი-ლესტერი

ვულვზი-მანჩესტერ იუნ

მსგავსი