ინგლისი-ჰოლანდია, პორტუგალია-შვეიცარია | გაირკვა ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები
ინგლისი-ჰოლანდია, პორტუგალია-შვეიცარია | გაირკვა ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. A ლიგის ქვეჯგუფებში გამარჯვებულები ასე დაწყვილდნენ:

პორტუგალია-შვეიცარია
ინგლისი-ჰოლანდია

თამაშები 2019 წლის 5-6 ივნისს, პორტუგალიაში გაიმართება. 5 ივნისს იქნება მასპინძლებისა და შვეიცარიელების მატჩი, მეორე დღეს – ინგლისისა და ჰოლანდიის დაპირისპირება.

პორტუგალიეშივე ჩატარდება 9 ივნისს ფინალი და გაირკვევა ერთა ლიგის პირველი ჩემპიონი. ის მიიღებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს.