ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მზიურის“ რეკონსტრუქციით ​13 ივნისის სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი დაასრულა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მზიურის“ რეკონსტრუქციით ​13 ივნისის სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპლექსური პროექტი დაასრულა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაასრულა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის კომპლექსური პროექტი.

ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ცხრა კომპონენტიანი პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 50,6 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.  2017 წელს დაიწყო და 2018 წლის ზაფხულში დასრულდა პროექტის პირველი და ყველაზე სასწრაფოდ განსახორციელებელი ფაზა, რომელიც მოიცავდა წყნეთი-სამადლოს, წყნეთი-ახალდაბის და წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაციას.

რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ოთხი კილომეტრის გზები და ტერიტორია. ამავე მონაკვეთის მეწყერ საშიშ ზონებში დამონტაჟდა ადრეული შეტყობინების სისტემა.

მათივე ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველობილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები.

დატოვე კომენტარი