ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზიურის პარკის რეაბილიტაციას ასრულებს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო მზიურის პარკის რეაბილიტაციას ასრულებს

მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 7.8 მილიონი ლარია.

მათივე ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველობილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები.

„პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. შეიქმნაისეთი ახალი სივრცეები, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს და „მზიურს“ ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილებენ ბავშვებს“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.