ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ფიდეს არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატ არკადი დვორკოვიჩს დაუჭირა მხარი. არჩევნები 3 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.
„არკადი ჩემი კარგი მეგობარია, ის ამ თანამდებობისთვის ძალიან კარგი და შესაფერისი კანდიდატურაა“, – მოყავს რუსეთის ჭადრაკის ფედერაციას ინფანტინოს სიტყვები, – „მართალია, ფეხბურთი და ჭადრაკი ორი სხვადასხვა რამეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო აკავშირებს მათ“.
შეგახსენებთ, რომ დვორკოვიჩის გარდა ფიდეს პრეზიდენტობის კანდიდატები ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გეორგიოს მაკროპულოსი და ბრიტანელი ყოფილი მოჭადრაკე ნაიჯელ შორტი არიან. ფიდეს ყოფილი პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი არ აყენებს თავის კანდიდატურას არჩევნებზე.
13 ივლისს ის გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან ეთიკის კომისიის მიერ.
ფოტო: ჯანი ინფანტინო, სერგეი სობიანინი (მოსკოვის მერი) და არკადი დვორკოვიჩი