ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის უფლება 900 მილიონ ამომრჩეველს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს არჩევნები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია.

საარჩევნო უბნები 91 ოლქში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. რამდენიმე შტატში არჩევნების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბანგლადეშთან საზღვარი სრულად არის ჩაკეტილი. იმ რაიონებში, სადაც მაოისტური დაჯგუფებები მოქმედებენ, მობილიზებულია ინდოეთის არმიაც.

543-ადგილიან პარლამენტში მანდატებისთვის 8000 კანდიდატი იბრძვის. პარტიას, რომელიც უმრავლესობას მიიღებს, ექნება საშუალება, მთავრობა ჩამოაყალიბოს. მთავარი მეტოქეები პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის მმართველი პარტია და ოპოზიციური „ინდოეთის ნაციონალური კონგრესია“.

სულ არჩევნები ინდოეთის 29 შტატში ტარდება. არჩევნები შვიდ ეტაპად გაიმართება და 19 მაისს დასრულდება. საბოლოო შედეგი 23 მაისს გახდება ცნობილი.