ინდიან უელსის მასტერსი ავსტრიელი დომინიკ ტიმის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს მერვე ჩოგანმა სამ სეტში დაამარცხა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი – 3:6, 6:3, 7:5.
ვეტერანი მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მნიშვნელოვან ქულებზე არ უმართლებდა. ფედერერს 11 ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა, მის მეტოქეს – მხოლოდ ოთხი, მაგრამ შვეიცარიელმა ორი შანსი გამოიყენა, ავსტრიელმა – სამი.
ტიმი მესამედ თამაშობდა მასტერსის სერიის ტურნირების ფინალში და პირველად მოიგო. სულ მას პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირებში 12 ტიტული აქვს მოპოვებული.
ამ ტრიუმფით ტიმმა ერთბაშად ოთხი საფეხური მოიგო რეიტინგში და მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ფედერერი მეოთხედან მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა.
აღსანიშნავია, რომ ტიმი ერთ-ერთ იმ იშვიათ ჩოგბურთელთაგანი გახდა, ვისაც ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს – 3:2.