„ინდეფენდენთი“ - ბორის ჯონსონი შეეწინააღმდეგა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს და განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა სურთ
„ინდეფენდენთი“ - ბორის ჯონსონი შეეწინააღმდეგა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს და განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა სურთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეეწინააღმდეგა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს და განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად არ უჭერს მხარს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში სურთ ჩართვა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდეთი“ წერს.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს არც ერთი ქვეყანა არ განიხილავს მოსკოვის შემოჭრის მოგერიებაში აქტიური ჩართვის შესაძლებლობას, ხოლო უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

როგორც გამოცემა „ინდეფენდენთი“ წერს, ლიზ ტრასის განცხადება ეწინააღმდეგება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს უკრაინაში გამზგავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„ამასთან დაკავშირებით მე ვიქნები ძაკლიან მკაფიო, ვინაიდან თქვენ არ ხართ მართალი იმაში, რასაც ამბობთ მოხალისეების მხარდაჭერაზე, დიდი ბრიტანეთი არ აკეთებს ასეთ რამეს აქტიურად“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ესტონეთში ვიზიტისას ჟურნალისტის მიერ უკრაინაში საბრძოლველად ბრიტანელი მოხალისეების წასვლის მხარდაჭერის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

„მე, რა თქმა უნდა, მესმის, რას გრძნობენ ის ადამიანები, რომლებიც ამ კონფლიქტში ემოციურად ჩართულებად გრძნობენ თავს, რადგან არ მახსენდება საერთაშორისო საქმეებში ისეთი დრო, როდესაც სხვაობა მართალსა და მტყუანს, კეთილსა და ბოროტს შორის ასეთი აშკარა იყო. მე მესმის, თუ რატომ გრძნობენ ადამიანები თავს ასე, თუმცა ჩვენ ქვეყანაში გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მათი წარმართვა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, „ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და ფიქრობს, რომ ნატო-ს ნებისმიერი წევრისთვის რუსეთთან კონფლიქტში აქტიურად ჩართვა არის უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც არ განიხილება არც ერთი წევრის მიერ“.

გასული კვირის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის სრულად დაუჭერს მხარს ბრიტანელ მოქალაქეებს, რომლებმაც ბრძოლაში ჩართვა გადაწყვიტეს.