დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარს დაუჭერს იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად წავლენ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარს დაუჭერს იმ ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად წავლენ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მხარს დაუჭერს იმ ბრიტანელებს, რომლებიც ინდივიდუალურად გადაწყვეტენ უკრაინაში საბრძოლველად წასვლას.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა „საგარეო ლეგიონის“ შექმნის შესახებ განაცხადა და უცხოელ მებრძოლებს მოუწოდა, უკრაინელებს რუსეთთან ბრძოლაში შეუერთდნენ.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიტანეთის მთავრობას მანამდე საკუთარი მოქალაქეებისთვის აკრძლაული ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში ჩასვლა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა.