იმერულ დერბიში „ტორპედო“ „სამგურალთან“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT
იმერულ დერბიში „ტორპედო“ „სამგურალთან“ ქულას დასჯერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში „ტორპედომ“ ქუთაისში წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა ფრედ ითამაშა – 1:1.

იმერულ დერბიში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მე-12 წუთზე ქუთაისელების კარი ჟან კარლოსმა აიღო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, „ტორპედომ“ ანგარიში მხოლოდ შესვენების შემდეგ გაათანაბრა – 47-ე წუთზე მასპინძლების შეტევა ფელიპე პირესმა დააგვირგვინა.

მეორე ტაიმში გოლის გატანის მცდელობა ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მეტოქეები ფრეს დასჯერდნენ, რაც „ტორპედოს“ ნამდვილად არ აძლევდა ხელს.

ექვსი ტურის შემდეგ „ტორპედო“ 4 ქულით მე-8 ადგილზეა, „სამგურალი“ კი მე-6 პოზიციას იკავებს.