იმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებულ ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
იმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებულ ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გუშინ დაკავებული ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან მუკბანინის ოჯახის წევრები და თანასოფლელებები, ასევე აქციას შეუერთდნენ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეები.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ მუკბანიანს და ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

„როგორც ჩანს, გადამწყვეტ და დაძაბულ ფაზაში შედის ჩვენი ბრძოლა. როგორც ჩანს, ირაკლის დაკავება არის უპრეცედენტო ფაქტი, რაც აქამდე განხორციელდა ჩვენ მიმართ. ნაამხვანში როცა აგვყარეს, მაში ჩაგვიდეს სასმელისa და ლუდის ბოთლები, მერე სწორედ ჩადებული სასმელი გახდა საფუძველი, აეღოთ კარვები და დღეს უკვე ვხედავთ უფრო მძაფრად და მხატვრულად დადგმულ პროვოკაციას. გეტყვით მარტივად, რატომ არის დადგმული. ნახა საზოგადოებამ კადრები ხელის მოქნევის და ამას არავინ უარყოფდა, მაგრამ პოლიცია გამოირჩევა დიდი აგრესიით, როცა ვაბრახუნებთ, ამით ღიზიანდებიან და შეურაცხყოფით გამოირჩევიან როცა ღიზიანდებიან. ერთ-ერთი ასეთი შეურაცხყოფის დროს ირაკლი მუკბანიანმა მოიქნია ხელი და მოხვდა პოლიციას. ყოველთვის გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებზე კომუნიკაცია პოლიციის მაღალჩინოსნებთან. ვინც აქ მუშაობს. რომ ეთქვათ ჩვენთვის, ირაკლის იბარებდნენ პოლიციაში, მათ არ დასჭირდებოდათ სამი მიკროავტუბუსი სპეცრაზმის გაგზავნა სოფელში სპეციალურად მოახდინეს პროვოცირება და სასაფლაოზე იმყოფებოდა 10-მდე ადამიანი, მოხდა გასროლაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ ადამიანს, სასამართლოსგან მიიღეს განჩინება დაკავებაზე, მაგრამ ჩვენთვის არ უთქვამთ არაფერი, როცა იციან, რომ ის ჩვენი აქტივისტი იყო. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მარგინალურ ვექტორზე წაიყვანოს პროცესი და გააშავოს ჩვენი მოძრაობა. ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე და არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ დააბრალონ ადამიანს ის, რომელ ნაწილში არ არის უდანაშაულო. ხვალ შედგება სასამართლო. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეთ სასამართლოსთან. გადაწყვეტილებას იღებს რამდენიმე ადამიანი ხელისუფლების სათავეში და ყველა ინსტიტუტი არის ამის გამტარი. არიან მოწმეებიც და თვითმხილველებიც, რატომ მოხდა ხელის მოქნევა, მაგრამ მთავარი ახლა არის, როგორ მოხდა მისი დაკავება. თითოეული ჩვენგანი ვიქნებით სამშობლოსა და ჩვენი უფლებების სადარაჯოზე. ხვალ ყველას გელოდებით“, – განაცხადა გოლეთიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ საყულიაში დააკავეს პირი, რომელიც გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.