იმ შემთხვევაში, თუ ჩხეტიანი წავა - „ტორპედოს“ აშვეთია ჩაიბარებს
იმ შემთხვევაში, თუ ჩხეტიანი წავა - „ტორპედოს“ აშვეთია ჩაიბარებს

გავრცელებული ცნობის მიხედვით, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი „დინამო თბილისს“ გაწვრთნის – ეს ხმები თუ ოფიციალურადაც დადასტურდა, „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანს მიხეილ აშვეთიამ ჩაანაცვლებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთიამ კარიერა ისწორედ ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1995-2005 წლებში თამაშობდა, 24 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

აშვეთია იყო ქუთაისის „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბში კახა ჩხეტიანის დანიშვნის დღიდან, რომლის ხელმძღვანელობითაც ქუთაისის „ტორპედომ“ 2016 წლიდან სამივე მთავარი ქართული ჯილდო მოიგო – საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი და ორჯერ სუპერთასი.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორომაცია, რომ „ტორპედოს“ შესახებ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და რომ მალე ქუთაისური კლუბი იტალიური კომპანიის საკუთრებაში გადავა.