ილიას ზუროსი - შენგელიას დაკლება ჩვენთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ასეთია ცხოვრება #1TVSPORT
ილიას ზუროსი - შენგელიას დაკლება ჩვენთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ასეთია ცხოვრება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან მოგების შემდეგ (77:66) თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა. გუნდის კაპიტანმა მესამე პერიოდში მძიმე ტრავმა მიიღო – მხარი დაუზიანდა.

„ამ გამარჯვებას ჩვენს კაპიტანს ვუძღვნით. ის მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან კარგად თამაშობდა.

პირველი მატჩი ითამაშა გოგა ბითაძემ. მართლაც რთული იყო, რადგან მოსამზადებელი ეტაპის გავლის გარეშე გუნდისთვისაც და კალათბურთელისთვისაც ძნელია.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მხოლოდ ორი გადმოგვყვა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფიბა-მ მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრები შეჯიბრებიდან მოხსნა.

შენგელიას დაკლება ჩვენთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ასეთია ცხოვრება“.