ილიას ზუროსი გოგა ბითაძის ტრავმასა და ბელგიასთან წაგების მიზეზებზე #1TVSPORT
ილიას ზუროსი გოგა ბითაძის ტრავმასა და ბელგიასთან წაგების მიზეზებზე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის გახსნით მატჩში ბელგიასთან 76:79 დამარცხდა. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე საუბარი გულშემატკივრებით დაიწყო.

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ქომაგმა ჩვენს გუნდს დიდი ენერგია შემატა. მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. რთული შეხვედრა იყო, რასაც მოსამზადებელ ეტაპზე ვხვეწდით და რაზეც ვვარჯიშობდით, ამ მატჩში ვერ შევასრულეთ. განსაკუთრებით დაცვაში.

მაგრამ ყველამ იბრძოლა, ყველაფერი გაიღო, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია.

შეცდომები ყოველთვის ისჯება. ეს ბელგიამ არ გვაპატია.

ახლა ორი ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში – ესპანეთი და თურქეთი ევრობასკეტზე მედლებისთვის იბრძვიან. ასევე კარგი გუნდები არიან ბულგარეთი და მონტენეგრო. ძალების მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება წარმატების მისაღწევად.

რაც შეეხება გოგა ბითაძის ტრავმას, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. გულდასაწყვეტია, როცა ბევრს მუშაობ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ტრავმების გამო გაკლდება კალათბურთელი, არ გვყავს სრული შემადგენლობა…“