ილია წულაია - საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა
ილია წულაია - საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა

ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ილია წულაიამ განაცხადა, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-ის ( S&P) მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომელიც ერთი მხრივ, არის სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა და მეორე მხრივ, აქამდე არსებული სწორი პოლიტიკის აღიარება.

„უნდა გავიხსენოთ, რომ სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება 2017 წელს, ფისკალური რეფორმების დაწყებასთან ერთად დაიწყეს. პირველად „მუდისმა“ (Moody’s) შემდეგ „ფიტჩმა“ (Fitch) და ახლა უკვე S&P-მაც ჩვენი რეიტინგი BB დონეზე გააუმჯობესეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზისს და დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი. ისიც საყურადღებოა, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად, სწორედ ახლა გაგვიუმჯობესა აღნიშნულმა კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი. ცხადია, რომ ეს მიღწევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურებაა“, – აცხადებს დეპუტატი ილია წულაია.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.

დატოვე კომენტარი