ილია რეპინის ტილოს დაზიანების შემდეგ, ტრეტიაკოვის გალერეა კანონის გამკაცრებას ითხოვს
ილია რეპინის ტილოს დაზიანების შემდეგ, ტრეტიაკოვის გალერეა კანონის გამკაცრებას ითხოვს

ილია რეპინის ტილოს დაზიანების შემდეგ, ტრეტიაკოვის გალერეა ხელოვნების ნიმუშების დასაცავად კანონის გამკაცრებას ითხოვს.

როგორც გალერეის წარმომადგენლები აცხადებენ, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ან დაზიანებისთვის განკუთვნილი სამწლიანი პატიმრობა საკმარისი არ არის. ამასთან, გალერეის წარმომადგენლები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კაფეებსა და რესტორნებში ალკოჰოლზე წვდომის შეზღუდვას ითხოვენ.

მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში ინციდენტი 25 მაისს, საღამოს საათებში მოხდა. დარბაზში დარჩენილმა ბოლო ვიზიტორმა ნამუშევრის მინა რკინის კეტით გატეხა და ტილო სერიოზულად დააზიანა. ილია რეპინის ნახატი „ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე“ სამ ადგილას გაიხა. ეჭვმიტანილი გალერეის დაცვის წარმომადგენლებმა ადგილზე დააკავეს.

ილია რეპინის ცნობილ ტილოს ახლა რესტავრაციას უტარებენ.

დატოვე კომენტარი