ილია მეორე ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ილია მეორე ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ზურაბ ბაკურაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ზურაბის გარდაცვალება ელდასავით იყო მთელი საქართველოსთვის. ახალგაზრდა თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ქართული კულტურის სფეროში ღრმა კვალის დამტოვებელი, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ყოფილი მგალობელი, „ქართული ხმების“ ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, პიროვნულადაც გამორჩეული ადამიანი საბოლოო ხვედრითაც გამორჩეული აღმოჩნდა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი და მარადიული ცხოვრება ღვთის სასუფეველში მიმადლოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მხნეობა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.