ილია მეორე - ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე
ილია მეორე - ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რეჟისორ რეზო ესაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„დღეს ქართულმა მიწამ მიიბარა ბავშვივით გულწრფელი, გამოჩენილი ხელოვანი, დიდი პატრიოტი, ღვთისა და მოყვასის ერთგული, ბატონი რეზო ესაძე.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი რეზო ესაძე 18 აპრილს გარდაიცვალა.