ილია მეორე ჩაქვი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს
ილია მეორე ჩაქვი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩაქვი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარიისას გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს მურმანის (მიმო), სესილისა და ნიას უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალსა დააწესოს ისინი. თქვენ და თქვენი ოჯახის ახლობლებს მოგანიჭოთ მხნეობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ჩაქვი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარია 14 ივნისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვანი ტყუპები.