ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას მამაკაცი გარდაიცვალა, დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია
ჩაქვი-ქობულეთის გზაზე ავარიისას მამაკაცი გარდაიცვალა, დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანია

ჩაქვი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოავარია მოხდა.

ავარიის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავდნენ ორი ქალი და ორი ერთ წლამდე ასაკის ჩვილი.

სასწრაფოში აცხადებენ, რომ ტყუპი ჩვილების მდგომარეობა მძიმეა. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში არიან მოთავსებული.