აზერბაიჯანის შესახებ განცხადების გამო ილჰამ ალიევი ირანის პრეზიდენტს მადლობას უხდის

19:36, 10.08.2026

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა სოლიდარობა ირანელი ხალხის მიმართ.

„აზერბაიჯანელი და ირანელი ხალხები ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს რთულ და მძიმე დღეებში. ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოძმე ირანელი ხალხის გვერდით დგას“, – წერს ალიევი სოციალურ ქსელში ირანელი კოლეგის, პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის კომენტარზე საპასუხოდ.

ცნობისთვის, მანამდე ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

„პრეზიდენტო მასუდ ფეზეშქიან, გმადლობთ აზერბაიჯანის შესახებ თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვებისთვის“ , – წერს ფეზეშქიანის განცხადების საპასუხოდ ილჰამ ალიევი.

მსგავსი