მასუდ ფეზეშქიანი – აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, იგივე ითქმის ერაყზეც
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ომის დროს ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. ამის შესახებ მან თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ფეზეშქიანის თქმით, ბაქოსთან ურთიერთობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა სატრანსპორტო მარშრუტები, ასევე ირანული ბანკისა და საელჩოს მუშაობა.
ფეზეშქიანის თქმით, ომის დროს აზერბაიჯანი ირანს ეხმარებოდა არა მხოლოდ რუსული ტვირთების გატარებაში, არამედ იმ შემთხვევებშიც, როცა თავად ირანს, რუსეთისგან დამოუკიდებლად, სჭირდებოდა გარკვეული მარშრუტების ან ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
“გვეხმარებოდნენ ყველაფერში, რაც გვჭირდებოდა. იგივე ითქმის ერაყზეც“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.