ილჰამ ალიევი - რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ჩვენი ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული
ილჰამ ალიევი - რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ჩვენი ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენმა რუს კოლეგასთან კრემლში გამართული შევხედრის შემდეგ განაცხადა. ინფორამციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„თანამედროვე რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე, ურთიერთმხარდაჭერაზე და გამიზნულია შედეგზე. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვახდენთ მსხვილი სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციას და აქტიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის – ჩრდილოეთი-სამხრეთის შექმნაში, არამედ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ენერგეტიკულ, ჰუმანიტარულ და ბევრ სხვა სფეროში“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ სახელმწიფოს კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მუდმივად არის ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგში. ჩვენ მოხარულები ვართ იმით, თუ როგორ ხდება მათი გადაწყვეტა. რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით და უფრო ფართო გეოგრაფიითაც. ჩვენი ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“, – განაცხადა ალიევმა.