იკარდი სამი იტალიური გრანდის სამიზნეა #1TVSPORT
იკარდი სამი იტალიური გრანდის სამიზნეა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი ერთდროულად სამი იტალიური გრანდის სატრანსფერო სამიზნე გახდა, – იუწყება La Repubblica.

გამოცემის ინფორმაციით, იკარდის გუნდში გადმოყვანას „იუვენტუსი“, „მილანი“ და „რომა“ შეეცდებიან, შესაბამისად, პსჟ-ს ფორვარდის გარშემო დიდი კონკურენციაა.

მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ პარიზული კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, გაიატანა ექვსი ბურთი და ექვსიც საგოლე გადაცემა შეასრულა.