„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი ერთდროულად სამი იტალიური გრანდის სატრანსფერო სამიზნე გახდა, – იუწყება La Repubblica.
გამოცემის ინფორმაციით, იკარდის გუნდში გადმოყვანას „იუვენტუსი“, „მილანი“ და „რომა“ შეეცდებიან, შესაბამისად, პსჟ-ს ფორვარდის გარშემო დიდი კონკურენციაა.
მიმდინარე სეზონში მაურო იკარდიმ პარიზული კლუბის შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, გაიატანა ექვსი ბურთი და ექვსიც საგოლე გადაცემა შეასრულა.