იგუაინი და სარი „რომაში“ ერთად გადავლენ
იგუაინი და სარი „რომაში“ ერთად გადავლენ

არ არის გამორიცხული, „ჩელსის“ ფორვარდი გონსალო იგუაინი „რომას“ ფეხბურთელი გახდეს, – წერს იტალიური პრესა.

როგორც „კორიერე დელო სპორტი“ (Corriere della Sera) ირწმუნება, ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, თუ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი დატოვებს გუნდს და „რომას“ ჩაუდგება სათავეში. ამასთან, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ არგენტინელი სიამოვნებით დარჩება ლონდონურ გუნდში, თუ სარი შეინარჩუნებს თავის პოსტს.

31 წლის იგუაინმა ინგლისის ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ის ლონდონურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელი „იუვენტუსს“ ეკუთვნის, ამასთან, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი იგუაინმა „მილანში“ გაატარა.