იერუსალიმში, ტაძრის მთაზე პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
იერუსალიმში, ტაძრის მთაზე პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში, ტაძრის მთაზე პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

პოლიციასა და პალესტინელ მომლოცველებს შორის შეტაკება ალ-აქსას მეჩეთში დილის ლოცვის შემდეგ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ტაძრის მთაზე დილის ლოცვის შემდეგ ადგილზე ხალხის ჯგუფი დარჩა, რომლებმაც დასავლეთ კედლის სიახლოვეს, ისრაელელთა სალოცავი სივრცისკენ ქვების სროლა დაიწყეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომლოცველებს მოუწოდეს, დაეცვათ წესრიგი, რაზეც მათმა ნაწილმა აგრესიული ქმედებებით უპასუხა, რის გამოც იძულებული გახდნენ, შესაბამისი ზომები მიეღოთ.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებისას სამი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შეტაკებების შედეგად 158 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამასთან, როგორც ისრაელის მედია წერს, პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკავებულია 400-მდე ადამიანი.