იერუსალიმში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა
იერუსალიმში სროლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა

იერუსალიმში უცნობმა პირებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია შვიდი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინციდენტი იერუსალიმის ისტორიულ უბანში, გოდების კედელთან მოხდა. უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტობუსს გაუხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ.

ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტი შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმა იყოს.

ჯერ უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში. პოლიციის განცხადებით, ისინი სულ მცირე ორ ეჭვმიტანილს ეძებენ.