იერუსალიმში ერთ-ერთი მოედანი დონალდ ტრამპის სახელობის იქნება
იერუსალიმში ერთ-ერთი მოედანი დონალდ ტრამპის სახელობის იქნება

იერუსალიმის მერი აშშ-ის ახალი საელჩოს მიმდებარედ არსებული მოედნისთვის დონალდ ტრამპის სახელის დარქმევას გეგმავს. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ვრცელდება.

ახალი დასახელებით მოედნის საზეიმო გახსნის ცერემონია უახლოეს თვეებში გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ კი ქალაქში უკვე გამოჩნდა საგზაო ნიშნები, რომელიც ახალი საელჩოსკენ მიმართულებებს აჩვენებს.

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია 14 მაისს არის დაგეგმილი.

თარიღი სიმბოლურად არის შერჩეული და ის ისრაელის სახელმწიფოს ფორმირების 70 წლის იუბილეს ემთხვევა.