იერუსალიმის მასტერსის დასკვნით დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT
იერუსალიმის მასტერსის დასკვნით დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს #1TVSPORT

22 დეკემბერს ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში სრულდება ძიუდოში წლის შემაჯამებელი ტურნირი. მასტერსის დასკვნით დღეს ტატამზე შვიდი ქართველი იჭიდავებს.

ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78) ტურნირზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

მასტერსზე უნდა ეჭიდავა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს (90 კგ), მაგრამ მაღალი სიცხის გამო იგი თბილისში დარჩა და ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალია – მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 2021 წლის დოჰას მასტერსის გამარჯვებულმა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ტურნირის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე საიდ მოლაი დაამარცხა.

წინასწარი შეხვედრები 12:30-ზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.