იერუსალიმის მასტერსი - სულამანიძე ფინალშია, ღვინიაშვილი და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელ აზერბაიჯანელ კოცოევს ვაზარით სძლია და ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელ სიმეონ კატარინას შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე (ორივე – 90 კგ). ლუკამ ნახევარფინალი წააგო ფრანგ მატიუსთან, ბექამ კი რეპეჟაში ისრაელის სახელით მოჭიდავე გურევიჩი იპონით დაამარცხა. მასტერსზე გამომსვლელი ქართველი მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78) რეპეშაჟში ფრანგ ფონტეინთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

22 დეკემბერს ტურნირზე გამომსვლელი კიდევ სამი ქართველი – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი (სამივე – 100 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 სააზე დაიწყება.