იენს სტოლტენბერგმა ერაყის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია
იენს სტოლტენბერგმა ერაყის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია

ნატო-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერაყის საკითხთან დაკავშირებით ნატო-ს საგანგებო სხდომა მოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა 6 იანვარს, 15:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.