იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს შოკისმომგვრელს უწოდებს
იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს შოკისმომგვრელს უწოდებს

ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმაურება.

„შოკისმომგვრელი სცენები ვაშინგტონში. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, -წერს იენს სტოლტენბერგი.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

დატოვე კომენტარი