იენს სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს
იენს სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“ (JTEC) ეწვევა.

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იენს სტოლტენბერგს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.