მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელიც თბილისს დღეს ეწვია.

მთავრობის მეთაურმა სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. სტოლტენბერგი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს.