იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-სთვის უნიკალური პარტნიორია და ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას
იენს სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-სთვის უნიკალური პარტნიორია და ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას

მოხარული ვარ მამუკა ბახტაძესთან ერთად ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მონახულებით, ჩემთვის პატივია ვეტერან და მოქმედ სამხედროებთან შეხვედრა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.

იენს სტოლტენბერგი დღეს „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

„მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნის მონახულებით და ჩემთვის პატივია ვეტერან და მოქმედ სამხედროებთან შეხვედრა. საქართველო ნატო-სთვის უნიკალური პარტნიორია და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ოფიციალურ შეხვედრები კი დღეიდან დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.