იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ [ფოტო-ვიდეო]

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში“ (JTEC) იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი სწავლების კონტროლის ცენტრი დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ გენერალურ მდივანს სწავლების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ბოლოს იენს სტოლტენბერგმა ქართველი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.