იენს სტოლტენბერგი - რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას რუსეთმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ უკან დაიხევს, მაგრამ ახლა უფრო მეტი ჯარი გადაჰყავს უკრაინის საზღვრისკენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩასატარებლად.
„უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესია უკრაინაზე ახალი შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილება და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ს მოკავშირეების ყველა მცდელობას პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. ნატო ასევე მზადაა რუსეთთან ერთად ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრისთვის. თუ რუსეთი გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ნიშნავდეს უკრაინიდან გაქცეული ხალხის დიდ რაოდენობას. უკრაინაში რუსული არმიის მობილიზაცია და მის გარშემო საბრძოლო ჯარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.