იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, ნატო-ს კარი ღია რჩება და მას იძულებით ვერავინ დახურავს
იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, ნატო-ს კარი ღია რჩება და მას იძულებით ვერავინ დახურავს

ჩვენ მივიღეთ ფინეთი, როგორც ნატო-ს ალიანსის უახლესი წევრი, ჩვენ ფინეთის დროშას ნატო-ს შტაბბინაში პირველად აღვმართავთ, უკვე 31 დროშა ფრიალებს ერთად, როგორც ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისთვის ნატო-ში გაწევრიანება დიდხნიანი ნეიტრალიტეტის დასრულებას ნიშნავს.

„თითქმის 75 წლის განმავლობაში ეს დიდი ალიანსი იცავდა ჩვენს ერებს, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ომი ევროპაში ისევ დაბრუნდა. სწორედ ამიტომ ფინეთმა გადაწყვიტა შეუერთდეს ნატო-ს და გახდეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ალიანსის ნაწილი. ეს იყო ყველაზე სწრაფი გაწევრიანების პროცესი ნატო-ს თანამედროვე ისტორიაში. ფინეთი ახლა უფრო უსაფრთხოა, ხოლო ნატო – უფრო ძლიერი. ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ნებისმიერ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს კარი ღია რჩება და მას იძულებით ვერავინ დახურავს. დღეიდან ნატო-ს შტაბბინაში უკვე 31 დროშა იქნება აღმართული. ფინეთისთვის ნატო-ში გაწევრიანება დიდხნიანი ნეიტრალიტეტის დასრულებას ნიშნავს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღეს ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა.