ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბელარუსისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება იენს სტოლტენბერგმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას გააკეთა.
„ნატო ბელარუსისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რეგიონში სამხედრო ობიექტები არ გააჩნია. ჩვენ კვლავ ფხიზლად ვართ, ვიცავთ თავს და მზად ვართ, შევაკავოთ ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი აგრესია“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
16 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის საზღვრებთან ნატო-ს ძალების მობილიზება ხდება.