„IDS ბორჯომი“ - კომპანიის ანგარიშები გაყინულია, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, უპირველესად ირიცხება იმ თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული
„IDS ბორჯომი“ - კომპანიის ანგარიშები გაყინულია, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, უპირველესად ირიცხება იმ თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული

კომპანიის ანგარიშები გაყინულია, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი. ამიტომ უპირველესად ირიცხება იმ თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „IDS ბორჯომის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„როგორც უკვე განვაცხადეთ, ამ ეტაპზე, ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობს მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის. მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიას არც ერთი ახალი კადრი არ აუყვანია. რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ, კომპანიის ანგარიშები გაყინულია, რის გამო შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ უპირველესად ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არინ ჩართული“, – აცხადებენ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ.