ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფანებს მსოფლიოს ნაკრების საკუთარი ვერსია შესთავაზა.
სკანდინავიელის ოცნების გუნდი ასე გამოიყურება:
ჯანლუიჯი ბუფონი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ალესანდრო ნესტა, ლილიან ტურამი, პატრიკ ვიეირა, ჩავი, პაველ ნედვედი, ლიონელ მესი, რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
სათადარიგოები: ჟულიო სეზარი, ფაბიო კანავარო, ჯენარო გატუზო, კლარენს ზეედორფი, ანდრეს ინიესტა.
აღვნიშნავთ, რომ ამ შემადგენლობაში მოხვდნენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებსაც შვედი ფორვარდის გვერდით უთამაშიათ.