ჩემს გარეშე ამათ გაუჭირდებათ - კვირკველიამ ოცნების გუნდი დაასახელა
ჩემს გარეშე ამათ გაუჭირდებათ - კვირკველიამ ოცნების გუნდი დაასახელა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა საბა კვირკველიას ოცნების გუნდის ჩამოყალიბება იმ ფეხბურთელებისგან სთხოვა, რომლებთანაც ერთ კლუბში თამაშობდა.

საქართველოს ნაკრების მცველს სულ სამ გუნდში უთამაშია – მოსკოვის „ლოკომოტივში“, ყაზანის „რუბინსა“ და „ნეფტეხიმიკში“, მაგრამ ფეხბურთელები ოცნების გუნდში ძირითადად მოსკოვური კლუბიდან მოახვედრა.

მეკარე: მარინატო გილერმე (ლოკომოტივი).

მცველები: კრისტიან ანსალდი (ტორონო), ვედრან ჩორლუკა (ლოკომოტივი), ცეზარ ნავასი (კარიერა დაასრულა), ვლადისლავ იგნატეევი (ლოკომოტივი).

ნახევარმცველები: დიმიტრი ბარინოვი (ლოკომოტივი), გრეგორი კრიჰოვიაკი (ლოკომოტივი), ალექსეი მირანჩუკი (ლოკომოტივი), ანტონ მირანჩუკი (ლოკომოტივი), რომან ერიომენკო (როსტოვი).

თავდამსმხელი: სალომონ რონდონი (დალიან იფანი).

საქართველოს ნაკრების მცველმა ამ სიმბოლურ ნაკრებში, ცხადია, საკუთარი თავი არ დაასახელა, რაზეც იხუმრა.

„რა თქმა უნდა, ჩემს გარეშე გუნდს გაუჭირდება, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატს ეს გუნდი 100 პროცენტით მოიგებდა“ – ამბობს კვირკველია.