შვედური პრესა - იბრაჰიმოვიჩს მუნდიალზე თამაშს აუკრძალავენ
შვედური პრესა - იბრაჰიმოვიჩს მუნდიალზე თამაშს აუკრძალავენ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ შესაძლოა, შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰომივიჩს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაში აუკრძალოს – იტყობინება შვედური გაზეთი Aftonbladet. ფიფა-ს მხრიდან სავარაუდო სასჯელი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ „ლოს ანჯელეს გელაქსის“ თავდამსხმელს ერთ-ერთ საბუკმეიკერო კომპანიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ფიფა-ს წესებში წერია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ეკრძალება მას, ვინც ტოტალიზატორებთან და ფსონებთან არის დაკავშირებული.

36 წლის იბრაჰიმოვიჩმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.

ზლატანმა შვედეთის ნაკრებში გამოსვლა ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა. 2017 წლის ბოლოს, როცა მისმა თანამემამულეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს, იბრაჰომივიჩმა​ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება დაუშვა.