ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედურ „ჰამარბიუში“ გადასვლაზე მიანიშნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედურ „ჰამარბიუში“ გადასვლაზე მიანიშნა

ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა – მასში ჩანს შვედური კლუბის, „ჰამარბიუს“ მაისური, რომელზეც იბრაჰიმოვიჩის გვარი აწერია. თუმცა, ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, რომ 38 წლის ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება და ამ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

შვედ ფორვარდს უყვარს ინტრიგები და მისი პოსტი აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ის „ჰამარბიუში“ გადავა სათამაშოდ. მაგალითად, იბრაჰიმოვიჩმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ესპანეთში ბრუნდება. პრესა აქტიურად ცდილობდა იმის გარკვევას, ლა ლიგის რომელ კლუბში გადავიდოდა ფეხბურთელი, მაგრამ ეს ხმაურიანი ამბავი მხოლოდ სარეკლამო აქცია აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ტოვებს „ლოს-ანჯელეს გელაქსის“.

„ჰამარბიუმ“ მესამე ადგილზე დაასრულა შვედეთის 2019 წლის ჩემპიონატი.