იბრაჰიმა კონატემ „ლივერპულის“ შეთავაზება ორჯერ უარყო — ფრანგი მცველი, შესაძლოა, „რეალში“ გადავიდეს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა, იბრაჰიმა კონატემ კლუბის მიერ შეთავაზებული წინადადება კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ორჯერ უარყო, – ინფორმციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
ფრანგი ცენტრალური მცველის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, „ლივერპულს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
კონატეს სახელს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის „რეალს“. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა მოთამაშის წარმომადგენლებს მოლაპარაკება ესპანურ კლუბთან, თუმცა წარსულში ფრანგი ფეხბურთელი „რეალს“ არაერთხელ დაუკავშირეს.
ცოტა ხნის წინ „ლივერპულთან“ ხელშეკრულება არ გააფორმა და მადრიდის „რეალს“ უფასოდ შეუერთდა ინგლისის ნაკრების მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
26 წლის იბრაჰიმა კონატე „ლივერპულში“ 2021 წელს „ლაიფციგიდან“ გადავიდა. მას შემდეგ ყველა ტურნირზე გუნდის მაისურით მან 132 მატჩი ჩაატარა.