ეროვნული ლიგის მე-4 ტური თბილისური მატჩით დაიწყო – „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მომენტებიც შექმნეს, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში ბათუმელებმა ნიკა კალანდარიშვილის ზუსტი დარტყმით გახსნეს – ეს ახალ სეზონში თბილისელებისთვის გაშვებული პირველი გოლია.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 52-ე წუთზე იბერიელმა ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხა.
4 ტურის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ 10 ქულით ისევ ლიდერია, ხოლო ბათუმის „დინამო“ მესამე ადგილზეა.