„იბერია 2“ საქართველოს თასის მერვედფინალშია #1TVSPORT

00:57, 22.07.2025

„იბერია 2“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

მარნეულის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში თბილისელებმა უპირატესობა მე-18 წუთზე მოიპოვეს და დანიელ ქვარცხავას გოლით დაწინაურდნენ. 69-ე წუთზე „იბერიის“ უპირატესობა საბა გეგუჩაძემ გაზარდა. ბექა ხარაიშვილმა (81) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ვიტ ჯორჯიამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

ამ ეტაპზე საქართველოს თასზე 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს ტყიბულის „მეშახტემ“, სართიჭალის „შტურმმა“, „ოდიშმა“, მარტვილის „მერანმა“, „სამტრედიამ“, „მეშახტემ“, „ლოკომოტივმა“, ბათუმის „დინამომ“, „რუსთავმა“, „სამგურალმა“, ფოთის „კოლხეთმა“ და „იბერია 2-მა“.

დარჩენილი ერთი მერვედფინალისტი 22 ივლისს გამოვლინდება. ეს მატჩიც მარნეულში შედგება, სადაც „თბილისი 2025“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი